05/04/2022
12:46
პოლიტიკა
„მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ვინც თავს ქართველად მიიჩნევს, საუკუნოვანი სირცხვილია, ის რაც ხდება ჩვენსა და უკრაინას შორის და ის რაც ჩემთან მიმართებით ხდება“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ. მასამართლებენ იმისთვის, რომ რუსებს არ ჩავაბარე ქვეყანა. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში თუ ვინმე ჩამოდის, მხოლოდ ჩემს თემაზე ჩამოდის. უკაცრავად ეს არის რეალობა და სხვაგან არსად იღებენ საქართველოს მთავრობას და აქაც მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე ჩამოდიან. იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, არამედ იმიტომ რომ პუტინის პირადი ტყვე ვარ.
არ შეიძლება საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე, ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე არც არის საუბარი. მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ვინც თავს ქართველად მიიჩნევს, ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი, ის რაც ხდება ჩვენს და უკრაინას შორის და ის რაც ჩემთან მიმართებით ხდება.
მეგობრებო, გამოფხიზლდით რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ, ეროვნული კონსოლიდაციით, ერთიანობით.“ - განცხადა სააკაშვილმა.
0
0