თბილისში, "უცხოური გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ხუთი ქვეყნის წარმომადგენლების მისვლა, რომლებმაც დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს, პოლიტიკური განხილვის თემაა გახდა.
საუბარია, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებზე. მათ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, უცნაურია, როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკა კარგად არ გესმის და საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოდიხარ.
"რევოლუცია კი არ უნდათ, არ ერკვევიან ჩვენს შიდა პოლიტიკაში. ჩემი კოლეგები, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიან, არ აწვდიან სრულ სურათს. სრული სურათი რომ დაენახათ, სულ სხვანაირად მოიქცეოდნენ - ჩვენ იმიტომ არ დაგვიძახეს კოლეგებმა, ვინც დააორგანიზა ეს შეხვედრა. პრობლემა არ მაქვს რომელიმე ევროპული ქვეყნის დეპუტატი აქციაზე მოვიდეს, მაგრამ უცნაურად გამოიყურება, როდესაც არ გესმის ზუსტად, რა ხდება ქვეყანაში და მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, ეს ბევრ კითხვას აჩენს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, მიხაილ როთმა თბილისში ყოფნის დროს განაცხადა: "როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი - მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის მჭიდრო მოკავშირეა? ახლა გარეთ გამოსვლის დროა".
მან ასევე “ქართული ოცნების” ამომრჩეველი “ქართული კოშმარის” ამომრჩევლად მოიხსენია.
0
0