14/05/2024
18:55
პოლიტიკა
![main-img]( /storage/files/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98%E1%83%983.png )
"როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი - მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის მჭიდრო მოკავშირეა? ახლა გარეთ გამოსვლის დროა", - ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა განაცხადა.
"იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობა ახდენს დემონსტრირებას, რომ ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი ქუჩებში გასვლისთვის და თუ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები დაკარგავენ ნდობას მათი საკუთარი ქვეყნის მიმართ - ისინი დატოვებენ ქვეყანას, ამ ქვეყანას.
ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გახლავთ ნიჭიერი, განათლებული, ერთგული ევროპული ღირებულებების ახალგაზრდობა, მაგრამ როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება, ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი მესიჯი,“ - აცხადებს მიხაილ როთი.
0
0