05/08/2022
14:56
სამართალი
ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობას“ სასამართლო დავა მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე გოჩა დიდავამ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ხელმძღვანელ პირებს - ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მედიაში უჩა მამაცაშვილზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და თანხის 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ივნისში შეიტანა. მამაცაშვილი მოძრაობას ცილისწამებაზე უჩიოდა, რაც ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ გაკეთებულ 7 სხვადასხვა განცხადებას ეხებოდა.
ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა.
0
0