
"უცებ გაშავდა, ჩაიკეცა და ზურგზე დავარდა... რომ მივედით კარებთან, იქაც ჩაიკეცა და იგივე განმეორდა" - გუშინდელი ეპიზოდის შესახებ გიული ალასანიამ დღეს, კლინიკა "ვივამედში" შესვლამდე ისაუბრა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
"ჩემ თვალწინ მოხდა ის, რომ დაკარგა გონება, აბაზანაში აპირებდა წასვლას. ცოტა ჭამა, ცოტახანი წამოჯდა, რომ უცებ არ ამდგარიყო. ამასობაში მე გვერდზე ვდგევარ და ვეუბნები, რომ ცოტახანი დაჯექი, მოსვენებით იყავი და მერე. მერე რომ დაიძრა მეც მივყვებოდი ასე, მივიდა კედელთან და წაბარბაცდა. უცებ გაშავდა, ფერი აბსოლუტურად შავი, ასე ჩაიკეცა და გაიშხლართა მთლიანად ზურგზე, დავარდა ზურგზე, დაკარგა გონება. ცოტა ხნის შემდეგ ექიმმა ჩათვალა, რომ აბა წამოვაყენებ მაინც და წავიყვან და, რომ მივედით კარებთან აი, იქ ჩაიკეცა და ისევ იგივე განმეორდა. თავი რომ არ დამეჭირა, თავს დაარტყამდა ძალიან მაგრად",- თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, კლინიკა "ვივამედის" ექიმი, თამარ ჭანტურია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საყურადღებოა.
0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026