
უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, - აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ ანალიზში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში NED-ი მუდმივად იცვლიდა ტაქტიკას.
„ის უფრო შორს წავიდა, დაიწყო რა მოქმედება მშვიდობის, განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტენდენციის წინააღმდეგ. ის ცნობილი გახდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, დივერსიისა და საბოტაჟის მცდელობებით. უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში, ასევე, საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას,“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.
0
0