21/02/2022
16:52
პოლიტიკა
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალზე, ტყვეზე. ტყვე ხარ, როდესაც გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში ერთი ადამიანის ნება სურვილზე. ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა. ტყვე ხარ, როცა არ გეძლევა კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. მაგალითისთვის, სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს. პატიმარს აქვს, მაგრამ ტყვეს არ აქვს.
სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს, ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის. მაგრამ მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და სამართლიანი, რომ შეუშვან მასთან კვალიფიციური სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები, ის რასაც ითხოვს საზოგადოება უკვე თვეების განმავლობაში. მინდა, მქონდეს იმედი, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი იქნება დაშვებული, რომელიც მას სჭირდება, იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე იყოს დაცული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0