18/05/2023
13:08
მსოფლიო
კოლუმბიის ჯუნგლებში თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, ოთხი ბავშვი ცოცხალი იპოვეს.
გადარჩენილთა შორის იყო 11 თვის, ასევე 4, 9 და 13 წლის ბავშვები.
მსუბუქძრავიან თვითმფრინავის Cessna 206 ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ მაშველებს "თავდაუზოგავად ჩატარებული სამძებრო სამუშაოებისთვის" ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამი ზრდასრული, მათ შორის პილოტი, დაიღუპა. მათი ცხედრები თვითმფრინავში იპოვეს. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.
სამაშველო სამუშაოებს კოორდინაციას კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის ორგანო უწევდა. მათი ვარაუდით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ბავშვები დახმარების აღმოსაჩენად ტროპიკულ ტყეში გაიქცნენ. მეძებარი ძაღლლების დახმარებით, მანამდე მაშველებმა ასევე გადაყრილი ხილი იპოვეს, რომლითაც ბავშვები ტყეში ყოფნის დროს იკვებებოდნენ, ასევე ჯუნგლების მცენარეებით აგებული იმპროვიზირებული თავშესაფრები.
სამაშველო ოპერაციებში კოლუმბიის არმიისა და საჰაერო ძალების თვითმფრინავები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.
0
0