27/12/2024
13:00
მსოფლიო
თვითმფრინავი, რომელიც რეისს ბაქო-მინვოდის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან მალევე უკან აზერბაიჯანის დედაქალაქში დაბრუნდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
„თვითმფრინავი განრიგის შესაბამისად გაფრინდა, მაგრამ 10:13 საათზე უკან დაბრუნდა. დღევანდელი რეისი გაუქმებულია. მიზეზი უცნობია“, – განუცხადა სააგენტო Turan-ს აეროპორტის წარმომადგენელმა. გაურკვეველია, შესრულდება თუ არა ეს რეისი მოგვიანებით.
აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან რუსეთის რამდენიმე აეროპორტი უკრაინული დრონების თავდასხმების გამო დაიხურა.
„გროზნოს საერთაშორისო აეროპორტში შემოღებულია გეგმა „კოვიორი“, ფრენები დროებით შეზღუდულია. „კოვიორი“ მოსკოვის დროით 05:08 საათზე გამოცხადდა“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა, ალვი შახგირიევმა.
ორი დღის წინ ბაქოდან გროზნოში მიმავალი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა.
Euronews-ის, Reuters-ის, თურქული Anadolu-ს და აზერბაიჯანული მედიის ანონიმურმა წყაროებმა აზერბაიჯანის ხელისუფლების სტრუქტურებში ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე შესაძლოა დაზიანებულიყო საზენიტო რაკეტით ჩეჩნეთში, საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობისას რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის დროს.
0
0