23/03/2023
12:50
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეა ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში, სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან ზრუნვაზე,
კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების საკითხში ჩართულია მისი ოჯახიც.
"თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი, ეს ასეა ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში, სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან ზრუნვაზე.
ასევე, თვითდაზიანებაზე არის პასუხისმგებელი უშუალოდ პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან, ეს არის გაუგონარი მოვლენა, ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, საერთაშორისო პარტნიორებმაც, რატომ არის თვითდაზიანებაში ჩართული ოჯახი," – აღნიშნა კობახიძემ.
0
0