
"ტვ პირველის" არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, "ფორმულას" დაფინანსებაც დაიწყო, - ინფორმაციას Primetime-ი ავრცელებს.
მედიასაშუალება, ტელევიზიაში მომუშავე წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ პარტია "ლელოს" ლიდერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ "ფორმულას" ყოველ თვე 600 000 ლარით დააფინანსებს.
"ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ "ფორმულას" წინაშე აღებულ ვალდებულებებს ხაზარაძე უკვე 2 თვეა წარმატებით ასრულებს. ხაზარაძემ მარტსა და აპრილში "ფორმულას" ჯამში 1 200 000 ლარი მისცა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ფორმულას“ დაფინანსებაზე იქამდე უარი თქვა დავით კეზერაშვილმა, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა არხის მენეჯმენტთან და მათ თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდა.
წყაროს ინფორმაციით, ხაზარაძემ "ტვ ფორმულას" დაფინანსების წინაპირობად ორი მკაცრი პირობა წამოაყენა:
1 - არხისთვის მიცემული ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად მისივე ნდობით აღჭურვილი პირი ჩაუსვა მენეჯმენტს;
2 - შეიცვლება ტელეკომპანიის პოლიტიკური სადერაქციო პოლიტიკა და ის სრულად გახდება პარტია "ლელოს" პიარზე მორგებული", - აღნიშნულია სტატიაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე ასევე აფინანსებს ტელეკომპანია "პირველს", რომლის სარედაქციო პოლიტიკა ხშირად ხდება სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ობიექტი, რადგან არხი ძირითადად ხაზარაძის და მიის პარტიის პროპაგანდირებაზეა ორიენტირებული.
0
0