12/12/2023
19:06
მსოფლიო
პოლონეთის ახალარჩეული პრემიერი, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი უკრაინის დასახმარებლად დასავლეთს სრულ მობილიზაციას მოსთხოვს.
"ჩვენ ხმამაღლა და ცხადად მოვითხოვთ თავისუფალი სამყაროს, დასავლური სამყაროს სრულ მობილიზაციას ამ ომში უკრაინის დასახმარებლად". - თქვა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერის თქმით, ვარშავა დარჩება ვაშინგტონის ერთგულ მოკავშირედ და დაიბრუნებს ევროკავშირის ლიდერის პოზიციას. ამავდროულად, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარი უსაფრთხო იქნება და პირობა დადო, რომ სწრაფად მოაგვარებს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის რამდენიმე სასაზღვრო პუნქტზე სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტთან.
ამასთან, პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ის ევროკავშირის ხელშეკრულებების ნებისმიერი ცვლილების წინააღმდეგი იქნება, რომელიც პოლონეთს არახელსაყრელ პოზიციაში ჩააყენებს.
გარდა ამისა, ტუსკის თქმით, ის ამ კვირაში ბრიუსელიდან "მილიარდობით ევროს დააბრუნებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრობლემებზე უთანხმოების გამო გაყინული იყო.
0
0