
გურამ თუშიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ოქრო მოიპოვა - მან ფინალურ ორთაბრძოლაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს მოუგო.
მანამდე თუშიშვილმა ნახევარფინალში რამდენიმე წამში შებოჭვით ყაზახი ყაზიბაიევი დაამარცხა.
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა. 90 წონით კატეგორიაში ოქრო მოიპოვა ლაშა ბექაურმა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო თბილისის გრანდ სლემი.
ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საბა ინანეშვილმა (+100კგ) კი ბრინჯაო აიღო.
კიდევ ერთმა ქართველმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა კი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობდა, თბილისში ოქრო მოიპოვა.
დიდი სპორტიდან დღესვე გააცილეს ვარლამ ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლმეზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალი იყო – ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდნენ.
0
0