
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან სამი ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ტურნირის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი. ქართველმა მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში რამდენიმე წამში შებოჭვით ყაზახი ყაზიბაიევი დაამარცხა და ფიანლში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება. ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს საბა ინანეშვილი (+100კგ).
თბილისის გრანდ სლემზე მერვედფინალური დაპირისპირებები მარტივად მოიგეს ლაშა ბექაურმა (90) და მიხეილ ჯაფარიძემ (100) – ორივე ქართველი მეოთხედფინალში იჭიდავებს.
შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025