19/08/2023
13:24
მსოფლიო
თურქეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ TASS-ის ცნობით, თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველმა მრჩეველმა აკიფ ჩაგარაი კილიჩმა ტელეკომპანია CNN Turk-ის ეთერში განაცხადა.
მან თურქეთში ვლადიმერ პუტინის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად აღნიშნა:
„ამ მიმართულებით სამუშაოები ახლაც გრძელდება. რუსეთში ამჟამად არსებული შიდა სიტუაციიდან გამომდინარე, მუშავდება გრაფიკი და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვიზიტის თარიღთან დაკავშირებით“, - აცხადებს კილიჩი.
2 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, რა დროსაც ლიდერები პუტინის თურქეთში ვიზიტზე შეთანხმდნენ.
ხოლო 7 აგვისტოს თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში შესაძლოა აგვისტოს ბოლოს ჩასულიყო.
არსებული ცნობით, მხარეები განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას, თურქეთის დიპლომატიური კონტაქტებს ომის დასასრულებლად და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, საიდანაც რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა. ამ კონტექსტში ასევე განიხილება სტრატეგიები, რომლებსაც თურქეთი მიჰყვება მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედების მიზნით.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024