
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია აცხადებს, რომ თურქეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შინაარსიანი და ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა.
არჩილ კალანდიას თქმით, შეხვედრა იყო თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან.
„სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებიც იყო, რაც, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. კონტაქტები უმაღლეს დონეზე დინამიკურად ვითარდება. უახლოეს პერიოდში ველოდებით, რომ როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ბიზნესკონტაქტები, ასევე პოლიტიკური კონტაქტები უფრო გაღრმავდება და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავა. საერთო ჯამში, ვიზიტი წარმატებული იყო და დიდი იმედი გვაქვს, ის დინამიკა, რაც ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზე არსებობს, შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.
0
0