
თურქეთში, შანლიურფას სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, დაღუპულია ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლე. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანია დაშავებული.
ქაჰრამანმარაშის რეგიონის გუბერნატორმა, მუქერემ უნლუერმა, აისერ ჩალიკის საშუალო სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლაში ცეცხლი მერვე კლასის მოსწავლემ გახსნა.
გავრცელებული ცნობით, სკოლის მოსწავლე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღები ზურგჩანთით შეიტანა, ორ საკლასო ოთახში შევიდა და სროლა დაიწყო. თავდასხმის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ცნობილი ხდება, რომ თავად თავდამსხმელიც დაღუპულია.
როგორც მედია წერს, თავდამსხმელის მამა ყოფილი პოლიციელია, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მოსწავლემ მამის იარაღები წაიღო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სკოლის მოსწავლეს ხუთი იარაღი და შვიდი მჭიდი ჰქონდა.
0
0