
თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა, მიგრაცია და უსაფრთხოების საკითხები.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესსკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის ხედავს თურქეთს როგორც ევროკავშირის ახლო მოკავშირეს და სურს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება.
„ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ევროპისკენ მიმავალი გზის გამარტივება“, – განაცხადა მერცმა.
თურქეთის ლიდერმა კი აღნიშნა, რომ თურქეთსა და გერმანიას თავდაცვის ინდუსტრიაში დიდი პოტენციალი აქვთ და მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
„ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ უკან უნდა მოვიტოვოთ თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები და ერთობლივ პროექტებზე გავამახვილოთ ყურადღება“, – აღნიშნა ერდოღანმა.
0
0