
თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში მიწისძვრით დაზიანებული შენობების ნანგრევებში ნაპოვნი 16 ბავშვი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავით დედაქალაქ ანკარაში გადაიყვანეს.
თურქეთის ოჯახისა და სოციალური საკითხების მინისტრმა დერია იანიკმა თქვა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა "ძალიან კარგია".
სტიქიას გადარჩენილი ზოგიერთი თურქი Twitter-ზე მთავრობას ნელი და არაადეკვატური რეაგირების გამო აკრიტიკებს. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღიარა, რომ მთავრობის რეაგირებაში არსებობს "ნაკლოვანებები", თუმცა მან ეს ზამთრის მძიმე პირობებითა და ჰატაის აეროპორტის დაზიანებით ახსნა.
„ასეთი კატასტროფისთვის მზადყოფნა შეუძლებელია. არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ დავტოვებთ უყურადღებოდ“, - თქვა ერდოღანმა.
პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კრიტიკოსებს და თქვა, რომ „უსინდისო ხალხი“ ხელისუფლების მიმართ „ტყუილს და ცილისწამებას“ ავრცელებს.
0
0