თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა 46 104-ს მიაღწია
06/03/2023
23:26
მსოფლიო
A-
+A
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 46 104-ს შეადგენს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„ქაჰრამანმარაშში ეპიცენტრით მიწისძვრების შედეგად, 46 104 ადამიანი დაიღუპა“ - განაცხადა ერდოღანმა ორშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ მიმართვაში.
7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები თურქეთში 6 თებერვალს, ცხრა საათის ინტერვალით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის 11 პროვინციასა და მეზობელ რეგიონებში, მათ შორის სირიაში.
0
0
187
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%