-share.jpg)
თურქეთში მიწისძვრის ზონაში, სადაც ამ დრომდე სამძებრო-სამაშველო პროცესი მიმდინარეობს, საცხოვრებლად 50 818 კარავი გაშალეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, კაჰრამანმარაში, გაზიანთეპში, შანლიურფაში, დიარბაკირში, ადანაში, ადიიამანში, ოსმანიეში, ჰატაიში, კილისში, მალატიასა და ელაზიღში 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 ათასზე მეტი დაშავდა.
ამ დროისთვის ყველა კარვის მონტაჟი დასრულებულია.
რეგიონში სამძებრო-სამაშველო პერსონალის საერთო რაოდენობა მრავალრიცხოვანია. ადგილზე მუშაობენ მოხალისეები, ეროვნული თავდაცვის ძალები, საზღვარგარეთიდან ჩასული სამაშველო ჯგუფებიც.
ჯამში თურქეთში მიწისძვრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიდან სულ ჩასულია 5309 პირი.
სტიქიის ზონაში სულ 5402 მანქანა, ძირითადად ექსკავატორები, ბუქსირები, ამწეები, მისაბმელიანი და წყლის სატვირთო მანქანები მუშაობენ.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
0
0