
თურქი მამაკაცის განცხადებით, მეზობლის ხმამაღალი ხვრინვა ძილში უშლიდა ხელს, რის გამოც ის სიცოცხლეს გამოასალმა.
მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მუზაფერ ესერი გახდა. ვიდრე მის მეზობელს ეძინა, რამდენჯერმე ჩაარტყა დანა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებმა ბინა იქირავეს და ადგილობრივ სასტუმროში დაცვის თანამშრომლად მუშაობდნენ. მეზობლების განცხადებით, ისინი ერთმანეთს ვერ შეეგუვნენ და ამის მიზეზი მოკლულის ხმამაღალი ხვრინვა გახდა.
გამოძიების დროს გაირკვა, რომ ესერმა ნამდვილად მოკლა მეზობელი ხმამაღალი ხვრინვის გამო. მამაკაცის თქმით, ამის გამო ვერ იძინებდა და სამსახურში ხშირად ღამის ცვლაში მორიგეობდა.
გარდა ამისა, თურქმა დანაშაული აღიარა და პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. მომხდარზე ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.
0
0
მარკ რუტე მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა
02/04/2026