03/01/2025
15:43
მსოფლიო
თურქეთში გაჩნდა სირთულეები ბანკომატებიდან ნაღდი ფულის ამოღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გაზეთი Milliyet იუწყება.
„ბანომატებიდან თანხის ამოღების პრობლემა დღითიდღე იზრდება იმის გამო, რომ ბანკომატებში, დრო და დრო 10, 20, 50 და თუნდაც 100 ლირიანი კუპიურების მარაგი იწურება. როდესაც ფულის ჩარიცხვა გსურთ, ბანკომატები ასევე არ ღებულობენ წვრილ კუპიურებს. განაღდების დღიური ლიმიტის გაზრდა იწვევს იმასაც, რომ ბანკომატებში თანხმები მალევე მთავრდება“, - წერს გამოცემა.
განმარტავენ, რომ ბანკომატებზე ნაღდი ფულის დეფიციტის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ თურქეთში ნაღდი ფულით გადახდისას მოვაჭრეების მხრიდან ფასდაკლების შეთავაზება შესაძლებელია და ამავდროულად ბანკებს განაღდების დღიური ლიმიტის გაზრდა სურთ. ნაღდი ფულის დეფიციტის მთავარი მიზეზი თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ ბანკნოტების ბეჭდვის დროებით შეჩერებაა.
0
0