თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა
A-
+A

თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა, წერს BBC.
თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 5 400-ზე მეტი, სირიაში კი 1 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ჯანმო-ს ცნობით, დაზარალებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, დაახლოებით, 23 მილიონი ადამიანი. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 20 ათასს გადააჭარბოს.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან ქართველი მაშველები. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობებიც ართულებს.
თურქეთში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
0
0
350
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%