02/01/2025
13:47
მსოფლიო
თურქეთი შეიძლება გახდეს გაზის ექსპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებში. ამის შესახებ გამოცემა Hürriyet იტყობინება.
"რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე შეწყდა. უკრაინამ განაცხადა, რომ არ განაახლებს ხელშეკრულებას. თურქეთი ერთადერთი უსაფრთხო ალტერნატივაა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთიდან გაზი გაიყიდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მოლდოვა, ბულგარეთი და უნგრეთი. თურქეთს, ასევე, აქვს პოტენციალი მეტი გაზის ექსპორტისა ევროპულ ბაზრებზე, თუ საბერძნეთთან და ბულგარეთთან ურთიერთკავშირის სიმძლავრეები გაიზრდება. თურქეთში წარმოებული გაზით შესაძლებელი იქნება გაზის გაყიდვა სხვადასხვა ქვეყნიდან ევროპაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თურქეთი ბუნებრივ გაზს რუსეთიდან იღებს "ცისფერი ნაკადის" და "თურქული ნაკადის" გაზსადენებით, ასევე აზერბაიჯანიდან და ირანიდან TANAP-ის მეშვეობით. ის უკვე ყიდის ბუნებრივ გაზს ბულგარეთში, მაკედონიაში, უნგრეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.
0
0