
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფტჩი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად, შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
მისივე თქმით, შეტაკების დროს ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.
მუსტაფა ჩიფტჩი ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა.
„სამი პირი, რომლებიც სტამბოლში შეიარაღებულ პოლიციელებთან შეტაკებაში მონაწილეობდნენ, Yapı Kredi Plaza კომპლექსის წინ, ნეიტრალიზებულია. შეტაკების დროს ჩვენი ორი გმირი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. ტერორისტების ვინაობა იდენტიფიცირებულია. დადგენილია, რომ იზმითიდან დაქირავებული მანქანით სტამბოლში ჩასულ პირებს შორის არის ერთი, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა (რელიგიას ბოროტად იყენებდა). ასევე დადგინდა, რომ ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართლებრივი ისტორია აქვთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლის შემდეგ, ერთი შეიარაღებული პირი მოკლეს, ორი კი დაჭრილია.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები გრძელლულიან იარაღს ატარებდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია.
0
0