06/11/2023
12:48
მსოფლიო
სტამბოლში, მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორნის ფილიალში უცნობმა პირმა თაგვების ყუთი მიიტანა, რათა ისრაელის ქმედებები გაეპროტესტებინა ღაზას სექტორში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გაზეთ Cumhuriyet-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელსაც თაგვების ყუთი უკავია კლიენტებით სავსე რესტორანში, ათავისუფლებს მათ და ყვირის: „ჭამეთ ეს თაგვები და არა მუსლიმების ხორცი“. გაზეთის ცნობით, საუბარია ქალაქის დასავლეთით, მერტერის რაიონში მდებარე რესტორანზე.
შემთხვევის შედეგები ამ დროისთვის უცნობია.
თურქეთში რამდენიმე კვირაა მაკდონალდსის და სტარბაქსის ყავის მაღაზიების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თუმცა, ამ დრომდე არცერთი პუნქტი არ დახურულა.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024