
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, თურქეთი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, ძირითადად, ტექნიკურ საკითხებზე მუშაობას დაასრულებენ.
,,სტამბოლში, 16 მაისს, რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები - სამი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი კონტაქტი - ახალი დასაწყისი იყო და შემდგომი შეხვედრებიც შესაძლებელია. თურქეთს სურს ლიდერთა სამიტის მასპინძლობა, რომელსაც ასევე თურქეთის და აშშ-ის პრეზიდენტები დაესწრებიან,’’ - განაცხადა ფიდანმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ უკრაინას ჯერ-ჯერობით არ უპასუხია 2 ივნისს შემოთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და განაცხადა, რომ სტამბოლში დელეგაციის გაგზავნამდე, სურს ნახოს დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რუსეთის წინადადებები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.
0
0
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
02/06/2025