
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დედამ ჩვილი, 3 დღის მარიამი სამშობიაროში მიატოვა.
ჟორჟოლიანი წერს:
"აი, იმ ექიმმა, ყალბი პათოსით რომ პოსტი გამოდო მიტოვებულ მარიამზე, თუ იცის, მარიამის დედამ რამდენი ხანი არწმუნა ბავშვის მამა, მამობა რომ გაეწია ჩვილისთვის. "ნაბიჭვარი" რომ არ გაეჩინა და სოფელს, ეზოს, ნათესავებს, ოჯახს "ბოზი" რომ არ ეძახებინა მისთვის.
თურმე დედა არწმუნა, შვილი არ მიეტოვებინა! მამა? მამაზე რა გაარკვიეთ?!
ვიდრე სხვისი პირადი ჩვენი საქმეა, სიტყვა ნაბიჭვარს უმამოდ გაჩენილი ბავშვების კონტექსტში ვიყენებთ, სიყვარული, სექსი, ურთიერთობა ბოზობაა, ვიდრე მეანები, ექთნები ვერ ხვდებიან, რომ დედა და მამა ერთი პასუხისმგებლობის მქონეა, მარიამები ყოველთვის მოძებნიან ახალ მშობლებს" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
ტელეწამყვანის თქმით, "დედა მაინც დედაა" არის ყველაზე არასწორი მიდგომა.
"დედა მაინც დედაა არის ყველაზე არასწორი მიდგომა. ამას მოჰყვება მხოლოდ დედების მიერ გათენებული ღამეები, მხოლოდ დედების მიერ აღებული პასუხისმგებლობა, მხოლოდ დედები წასული ემიგრაციაში და მამები მათ კისერზე. ორივე ერთია, მეგობრებო. ერთი! ორივე მშობელია! და ეს გააგებინეთ თქვენი შვილების მამებსაც!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, გუშინ მეან-გინეკოლოგმა დიანა ხონელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედამ 3 დღის ჩვილი სამშობიაროში დატოვა, მოგვიანებით კი პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა, რადგან მას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
ამის შემდეგ დიანა ხონელიძემ საზოგადოებისთვის განმარტება გააკეთა.
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025