26/07/2023
23:39
სოც-ქსელები
პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი, დიანა ხონელიძე, საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს და 3 დღის მარიამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე საკუთარ მოსაზრებას წერს:
"უამრავი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა პოსტსს, ბევრმა პირადში მომწერა.
ზოგმა კვება, ზოგმა ნივთები შემოგვთავაზა. ზოგმაც კიდევ წაყვანის სურვილი გამოხატა.
მადლობა ასეთები რომ არსებობთ.
საერთოდ სხვა რამეს ემსახურებოდა ეს.
დახმარებას არ მითხოვია. ყველაფერი აქვს.
რათქმაუნდა შეუძლებელია სამშობიაროდან იშვილოთ. წლებია უკვე ასე არ ხდება.
პოსტი იყო ზნეობაზე, დედობაზე, ადამიანობაზე...
ქეთის, ვაკოს და კონსტანტინეს დედის პოსტი იყო და არა დიანა ექიმის((((
გასაკვირია ოფიციალური გვერდების ასეთი დაინტერესება, ეს ხომ არაა პირველი, არც იშვიათია და სამწუხაროდ არც უკანასკნელია.
პოსტი ავიღე, მე ჩემი გულის ტკივილის გაზიარება მინდოდა და არა სეირი და ზეიმი, რომელიც მოაწყვეს.პს. ყველას ვერ ვუპასუხებ პირადში. მადლობა კიდევ ერთხელ გულისხმიერებისთვის!" - წერს დიანა ხონელიძე.
როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ, დიანა ხონელიძემ გაავრცელა ინფორმაცია სამშობიაროში, 3 დღის ჩვილის მიტოვების შესახებ, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
0
0