17/07/2023
15:06
მსოფლიო
კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და „ტელეგრამზე“ წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმის ხიდზე თავდასხმა ბრიტანული სპეცსამსახურების დახმარებით განხორციელდა, მაშინ სრულიად ლეგიტიმური იქნება რუსეთმა ლონდონში, ტაუერის ხიდზე მიიტანოს იერიში.
„თუ მართალია, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა ბრიტანული დაზვერვის დახმარებით განხორციელდა, ეს ტაუერის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს?, ჩემთვის ეს ასეა“, - წერს სიმონიანი.
RT-ის მთავარმა რედაქტორმა, აქვე, დაშავებული გოგონას ნათესავებს დახმარება შესთავაზა.
„მივმართავ დღეს ყირიმის ხიდზე ობლად დარჩენილი ანჯელინას ახლობლებს, თუ რაიმე დახმარება გჭირდებათ, დაწერეთ”,- დაწერა მან.
სიმონიანი კრემლის პროპაგანდას განაგრძობს და მომხდარში რუსეთის მხარის ბრალეულობას ვერ ხედავს. როგორც ის წერს, დრონები რომლითაც თავდასხმა მოხვდა, იარაღია, რომლის გაყიდვა და გავრცელებაც საყურადღებოა.
შეგახსენებთ, 16-17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი მცირეწლოვანი გოგონა კი დაშავდა.
0
0