14/01/2025
10:28
პოლიტიკა
მმართველ გუნდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხზე კვლავ საუბრობენ. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო ცოტას ამოისუნთქავს".
"თუკი ბატონი დონალდ ტრამპი მოახერხებს "დიფ სტეიტის" დამარცხებას, იმას, რასაც ის საუბრობდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივია ჩვენთვისაც ეს იქნება ძალიან კარგი და მთავარი საკითხები, რაც არის ის, რომ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით ჩვენ საერთო აზრი გაგვაჩნია და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, ის, რომ ომის დასრულების დაპირება წინასაარჩევნო დაპირება იყო და რაც უფრო მალე დასრულდება ომი, მით უფრო წნეხიდან გათავისუფლდება ჩვენი ქვეყანა, ეს არის ის საკითხები და არა მხოლოდ ესენი, რომლებიც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო ცოტას ამოისუნთქავს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
0
0