02/12/2022
15:06
პოლიტიკა
ბუნებრივია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუ სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა პრეზიდენტი სააკაშვილი და გაწირა სასიკვდილოდ, მაშინ პარტიას მოუწევს სტრატეგიის შეცვლა და პარტიას მოუწევს კიდევ უფრო მეტად აქტიურობა – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა 10 წლის განმავლობაში გამოირჩეოდა შეუვალობით და თავდადებული ბრძოლით. შესაბამისად, თუ ამას ეძახიან აგრესიას, მაშინ ვიტყვი, რომ ეს არ არის აგრესია, ეს არის შეუპოვარი და თავდადებული ბრძოლა. ბუნებრივია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუ სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა პრეზიდენტი სააკაშვილი და გაწირა სასიკვდილოდ, მაშინ პარტიას მოუწევს სტრატეგიის შეცვლა და პარტიას მოუწევს კიდევ უფრო მეტად აქტიურობა. ბრძოლის ყველა ფორმა, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი საბოლოო მიზნის მისაღწევად იქნება გამოყენებული და ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებს პარტია," - აცხადებს ანა წითლიძე.
0
0