
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს, რომ სააკაშვილი შეიწყალოს, იმ ძალადობრივი სისტემის თანამონაწილე გახდება, რომელიც საქართველოში 9 წლის განმავლობაში არსებობდა.
მისი თქმით, საზოგადოებას არ დავიწყებია და ვერ დაივიწყებს იმ სახელებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ.
"თუ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სააკაშვილი შეიწყალოს, იმ ძალადობრივი სისტემის თანამონაწილე გახდება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებდა 9 წლის განმავლობაში. სამწუხარო რეალობაა, თუ შეიძლება, ასეთმა აზრმა გაიელვოს ნებისმიერი სარად მოაზროვნე ადამიანის თავში, ვინაიდან საზოგადოებას არ დავიწყებია და ვერ დაივიწყებს ვერასოდეს იმ სახელებს, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
0
0