-share.jpg)
„თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს, დღეს მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი გადაქაჩულია ამ თემაზე და სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემები თითქოს არც კი არსებობს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი კარგად არ არის და ამას უკვე ხელისუფლებაც აღიარებს ირიბად.
მისი თქმით, პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
„დღევანდელი მთავარი თემა ბუნებრივია, სააკაშვილია. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი გადაქაჩულია ამ თემაზე და სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემები თითქოს არც კი არსებობს ამ ქვეყანაში.
სააკაშვილის საკითხი 3 ძირითად განზომილებას მოიცავს. ეს გახლავთ: სამართლებრივი, ჰუმანიტარული და პოლიტიკური.
ეს საქმე მთლიანად პოლიტიკურია. ჩემი აზრით, სახელმწიფო ინტერესი არის მისი გაშვება, სააკაშვილის ფაქტორის ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. ეს გარკვეულწილად შეარიგებს საბოლოო ჯამში საზოგადოებას. უნდა გვესმოდეს - ჩვენ გვჭირდება დაწყნარება, წინ გახედვა, სახელმწიფოებრივ პრობლემებზე ორიენტაცია და შესაბამისად, სააკაშვილის ფაქტორის დომინირება ძალიან სერიოზულად აზიანებს ქვეყანას, როგორც საშინაო პოლიტიკური გაგებით, ისე საგარეო პოლიტიკური გაგებით. ასე რომ, თუ ის იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.
0
0