23/03/2023
22:26
პოლიტიკა
„გულუბრყვილობაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში ლეგიტიმაცია ექნება“, - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას მაგნიტსკის აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვლება, მის სიკვდილში მონაწილე ყველა პირი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისთვის.
„საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულად უარესდება. ყოფილი პრეზიდენტის ამ ნელი მკვლელობის ყურება შოკის მომგვრელია ყველასთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ხელისუფლება თუ სჯერა, რომ მათ სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში ქვეყნის მართვის უფლება ექნებათ, ვფიქრობ, ეს ძალიან გულუბრყვილო ვარაუდია. არ ვფიქრობ, რომ მათ ექნებათ ლეგიტიმურობა გააგრძელონ ქვეყნის მართვა თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება.
არ ვიცი, ამ თავდაჯერებულობას რა აძლევს „ქართულ ოცნების“ წევრებს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი თუ გარდაიცვალა მათ პატიმრობაში, ვფიქრობ, მათი ლეგიტიმურობა, როგორც მთავრობის, შეირყევა, ჩამოიშლება და იქნება ძალიან მკაცრი სანქციები, რომელიც დასავლეთიდან წამოვა.
თუ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვლება პატიმრობაში, იქნება ჯოჯოხეთური ფასი გადასახდელი საქართველოში ყველასთვის, ვინც პასუხს აგებდა, ექიმიდან და პრემიერით დაწყებული და ვინც პრემიერის უკან დგას, ისინიც აგებენ პასუხს, თუ ეს მოხდება“, - აცხადებს მაგნიტსკის აქტის ავტორი.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024