თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ - გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი
A-
+A

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კორნელიუსმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროპის ქვეყნები სანქციების მზადებას დაიწყებდნენ, კორნელიუსმა უპასუხა: „ზუსტად“.
„დრო მიდის. როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომები მომზადდება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ამის პარალელურად, ბრიუსელში ვამზადებთ სანქციების მე-17 პაკეტს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.
0
0
30
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%