21/12/2023
10:39
მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კიევს, არამედ ევროპულ დემოკრატიას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ევროკავშირის პროექტი მნიშვნელოვნად დაზიანდება.
„თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს მომავალში და არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, ჩვენს პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის ფრონტის ხაზზე დამარცხება, არამედ ის, თუ რას აკეთებს ევროპა იმისთვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024