21/09/2023
20:12
პოლიტიკა
თუ მოსახერხებელი იქნება, საქართველომ გაუწიოს მასპინძლობა დედისა და ჩვილის ურთიერთობის, რძით გადაცემული სიმღერის - „ნანას“ ფესტივალს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ერთხელ კანადელებმა დაუძახეს მთელ მსოფლიოს, მე მონაწილე გახლდით ამის. დასარტყამი ინსტრუმენტები აქვსო ამ 200 ქვეყანას და გვაჩვენეთ ვინ როგორ იყენებთო. სასწაული დიდი ფესტივალის მონაწილე გახლდით, დიდხანს გაგრძელდა, წარმოჩნდა 108 ქვეყანა. მე წინა წელს მოვთელე ეს თემა რამდენადაც შესაძლებელი იყო. თუ მოსახერხებელი იქნება საქართველო გახდეს ინიციატორი, დაუძახოს მთელ მსოფლიოს, დედისა და ჩვილის საუკეთესო ფორმა, სიმღერა დედისა, ძუძუსთან ერთად, რძესთან გადაცემულთან, სიმღერით „ნანა“ ჰქვია ამას. ქართველები ყველასგან განსხვავებული ვართ და მთელ მსოფლიოში დედები შვილებთან ერთად სიმღერით ამყარებენ კავშირს. მოსმენილი მაქვს კორეული, აფრიკის ქვეყნებს ძალიან კარგი აქვთ, სამხრეთ ამერიკას შესანიშნავი აქვს, ავსტრალიასაც და იქნებ საქართველო გახდეს პლაცდარმი და ეს დიდი ფესტივალი, დიდი საგანძური, რომელიც ადამიანებს შორის დასაწყისია ურთიერთობისა, საქართველომ გაუწიოს მასპინძლობა, მოსამზადებლად გამოვიყენოთ 2023 წელი და 2024-ში იქნებ საქართველომ უმასპინძლოს მსოფლიო ამ დიდ ფორუმს, სადაც შესაძლებელი იქნება „ნანა“, როგორც სიცოცხლისა და ენერგიის გადაცემის ერთ-ერთი საშუალება დედიდან ჩვილზე, ამის მასპინძლები ვიყოთ“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024