30/11/2021
13:29
პოლიტიკა
„ეს იმედგაცრუება მხოლოდ ჩვენი არ არის, ვნახეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომლებიც ასევე იმედგაცრუებული არიან ამ პროცესით. ჩვენ ვნახეთ კანდიდატები, რომლებმაც თავი ვერ გაართვეს კითხვებს არამარტო პროფესიულ ნაწილში, არამედ კეთილსინდისიერების ნაწილში. ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, რომ 28 წლამდე დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მერე დაიწყო მუშაობა დარაჯად, მერე კურიერად და სულ მოკლე ვადაში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა და დღეს აქ არის კანდიდატად ნომინირებული. დაილია ამ ქვეყანაში კარგი იურისტები? პრობლემა სოფლის მეურნეობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ იმდენი კითხვის ნიშანი დაბადა, საერთოდ არც უნდა განხილულიყო ეს კანდიდატი. მეორე მოსამართლე რომელსაც მიღებული აქვს გადაწყვეტილება გია გვიჩიანისა დანიკა ჩემიას საქმეზე, 11 წელი ეს ორი ადამიანი იჯდა ციხეში უკანონოდ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა. 2012 წელს სასამართლომ ეს ორი ადამიანი გაამართლა და ეს მოსამართლე არის დღს უვადოდ სააპელაციო სასამართლოში დანიშნული და პრეტენზია აქვს, რომ უნდა იყოს უზენაესში მაინცა და მაინც.
ვერცერთმა მოსამართლემ ვერც აგვისტოს მოსმენისას და ვერც ახლა, რომლებიც მუშაობდნენ წინა ხელისუფლების დროს, ვერ გასცა პასუხი კითხვას – იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა სასამართლოზე? ყველა მათგანმა აარიდა ამ კითხვაზე პასუხს და თქვა: „არა, ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ზოგადად, სისტემაში კი რა ვიცით, რა იყო.“ თუ მართლა ყველაფერი ასე კარგად იყო, რატომ ვაკრიტიკებთ მიხეილ სააკაშვილისდროინდელ სასამართლოს და ზურა ადეიშვილის სასამართლოს? მაშინ არ ყოფილა არანაირი პრობლემა, მათზე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა და არც სცოდნიათ, რომ სასამართლოში ასეთი რაიმეები ხდებოდა“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025