29/07/2024
15:08
ტაბლოიდი
იურმალამ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „ლაიმა. რანდევუ. იურმალა 2024“ უმასპინძლა. ოთხდღიანი ფესტივალი ლატვიაში ცნობილ საკონცერტო დარბაზ „ძინტარიში“ გაიმართა.
ფესტივალის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა, წელს კი პირველად მათ შემადგენლობას სტეფანე მღებრიშვილი შეემატა ვიქტორ დოლიძის და გოგი ცაბაძის მუსიკის ნიკოლოზ რაჭველისეული ვერსიებით.
ფესტივალზე თავს იყრიან ცნობილი შემსრულებლები ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აგრეთვე ის არტისტები, რომლებიც რუსეთის მთავრობამ უცხოური ძალის აგენტებად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე სამართლებრივი ძებნა გამოაცხადა. ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით მეორე წელია დახურვას ესწრება ლეგენდარული მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ნიკოლოზ რაჭველის მოსმენით იმდენად მოხიბლული დარჩა, აღფრთოვანება ვერ დამალა და მაესტრომ პირადად მისგან დიდი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
ალა პუგაჩოვასთან ემოციური შეხვედრის ამ დეტალს ნიკოლოზ რაჭველი „ფორტუნას“ უზიარებს.
„მაესტრო, თქვენ ხართ ნამდვილი ქართული გენია, გისმენდით და ვფიქრობდი, თუ კი ოდესმე კვლავ მომიწევს სცენაზე გამოსვლა, ვიოცნებებ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან ერთად მოხდეს“, – უთხრა ალა პუგაჩოვამ ნიკოლოზ რაჭველს.
0
0