
“თუ ირანი ისრაელზე თავდასხმის მუქარას შეასრულებს, სამყარო „გამოუცნობ ტერიტორიაზე“ აღმოჩნდება,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის საკითხების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა უილიამ პეტიმ.
ირანმა პირობა დადო, რომ ის, სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე [ისრაელის] თავდასხმის გამო შურს იძიებს. ისრაელს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თეირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "უნდა დაისაჯოს და ასეც იქნება".
„თუ ირანი არასწორად გათვლის და პირდაპირ თავს დაესხმება ისრაელს, მაშინ, ჩემი აზრით, ისრაელი იგივენაირად უპასუხებს და ჩვენ გამოუცნობ ტერიტორიაზე აღმოვჩნდებით. აიათოლა ხამენეიმ უკვე ორჯერ განაცხადა, რომ ირანელები თავდასხმას აპირებენ, ამიტომ ის ძალიან საჯაროდ ამბობს, რომ რეპრესალიები იქნება - მისთვის საკმაოდ რთულია უკან დახევა. შესაძლოა, ირანელებმა მარიონეტები გამოიყენონ, რაც მათი სტანდარტული მეთოდოლოგიაა, თუმცა ისიც განაცხადეს, რომ ისრაელზე პირდაპირი შეტევა საჭიროა“, - თქვა უილიამ პეტიმ.
0
0