
როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
ის ასე გამოეხმაურა ეკა გიგაურის ორგანიზაციის მიერ მიხელ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას.
კირცხალიას შეფასებით, გიგაური გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს.
„არ დაგვავიწყდეს ISFED, როგორ ცდილობდნენ პირდაპირ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ ზემოქმედება. როგორ ცდილობდნენ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, „რუსულ კანონად“ მოენათლათ. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათს შიდა აგენტურულ ბატალიებზე - გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეწირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
0
0