
"თუ გახარია არის ცალკე, დიდი ალბათობით ანა დოლიძეც, გარანტირებულად მეორე გირჩი, მაშინ როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე?" - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიამ განაცხადა
გვარამიამ ერთიან სიასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამ ეტაპზე ერთიან სიას "გამარჯვების ფორმულად" არ თვლის.
თუ გახარია არის ცალკე, დიდი ალბათობით ანა დოლიძეც, გარანტირებულად მეორე გირჩი, მაშინ როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე? ხომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ ერთიVSერთზე, როცა არსებობს განსხვავებული არჩევანი. დავანებოთ თავი სხვებს, გახარია ხომ არ არის უბრალო განსხვავებული არჩევანი, რომელზეც ვიმსჯელებთ ასე ხელის წამოკვრით, ერს არის არჩევანი, რომელმაც შეიძლება გრავიტაცია კიდევ უფრო მეტი შეიძინოს თუ დარჩენილი პოლიტიკური ცენტრები იქნება ერთიVSერთი, ხომ ლოგიკაა.
მეორე მხრივ, გახარიას დამატება ენმ-სთვის, ჩვენთვისაც, არ არის მარტივი ტვირთი, ლელოსთვის, გირჩი-დროას ამომრჩევლისთვისაც, ეს იმ ტიპის ამომრჩეველია, რომლისთვისაც გახარია ძალიან მიუღებელია. განზიდულობასაც იძენს,“ - ამბობს გვარამია.
როგორც გვარამია ამბობს, არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ერთობა გარდაუვალია, თუმცა ახლა საარჩევნოდ ერთობა მისთვის საკამათოა.
პოსტსაარჩევნო ერთობა ამ ქვეყანაში გამორიცხულია, რომ არ იყოს, თუ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. რაც შეეხება წინასწარ ერთობას, პრესაარჩევნო ერთობას, ეს საკითხი სადაო და საკამათოა. პირადად, ჩემი წინასწარ განწყობა, არც ამ საკითხის მომხრეობაა და არც ამ საკითხის მოწინააღმდეგობა.
ამ ეტაპზე, ჩემი შეხედულება არის იმგვარი, რომ ეს ვერ გაამართლებს, ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა - მაგრამ მე ამას არ ვამტკიცებ, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებას. სამწუხაროდ, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-დროა, მათ აქვთ წინასწარ განწყობა, რომ ეს სწორია, მე არ ვიცი, ეს რას ემყარება, სხვისი მოსაზრებებით ვერ ვიხელმძღვანელებ, მე მჭირდება მკაფიო, რაციონალური და ძალიან ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება, რასაც სჭირდება მკაფიო და რაციონალური წინაპირობა," - ამბობს გვარამია.
0
0