-share.jpg)
„სააკაშვილის რეაქცია არ მაკვირვებს. მისი საოცარი უნარი, არაადეკვატურად გაშუქება მოვლენების, მსოფლიოში ცნობილია. ვიტყოდი, რომ თავდასხმა ხდება ერის ცნობიერებასა და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც იჯერებენ ბატონ მიხეილის ვერსიებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დატრიალდა საქართველოში. 7 ნოემბერი იქნება ეს, 26 მაისი, ცხინვალის ტრაგედია თუ სხვა. თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს, მაშინ ეს ყველაფერი აღიაროს. თუ ეს თავდასხმაა, მაშინ თავი დაიცვას და ამ ფაქტებზე პასუხი გასცეს. რუსეთუმეობა და მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს“, - განაცხადა მეუფე იოანემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, შერიგებისთვის აუცილებელია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები აღიარებული იყოს.
ექსპრეზიდენტმა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს, მეუფე იოანე გამრეკელს უპასუხა და განაცხადა: „საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა“
0
0