15/12/2022
11:41
პოლიტიკა
თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეა საუბარი.
ბურჭულაძის თქმით, ჩანაწერი, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივია და არ შეიძლება ასე მოხდეს.
"მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივი და არ შეიძლება ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
0
0