19/12/2024
19:59
მსოფლიო
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან და თუ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი დაიწყება, ჩინეთი გაიცინებს.
კითხვაზე - რამდენად შეშფოთებული ხართ დონალდ ტრამპის მუქარით, რომ მან შესაძლოა 20%-მდე ტარიფები დააწესოს ევროპულ საქონელზე და რა რეაქცია გექნებათ ამაზე? - კაია კალასმა უპასუხა:
სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან. ეს ძალიან ნათელია. თუ ჩვენ გვექნება სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებთან, ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ხალხიც არ მიიღებს სარგებელს ამისგან. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ აშშ უყურებს ჩინეთს, მაშინ ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად, ვგულისხმობ ევროპასა და შეერთებულ შტატებს. თუ ჩვენ გვექნება სავაჭრო ომი აშშ-სა და ევროკავშირს შორის, მაშინ ის, ვინც ხმამაღლა იცინებს, ჩინეთი იქნება.
0
0