16/12/2021
20:56
პოლიტიკა
„როდესაც საუბარი ეხება ყოფილი რეჟიმის შეფასებას, ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ფორმატში. ამაზე არ ყოფილა მსჯელობა. თუ აქტუალური გახდება ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ფორმატთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
წინაპირობებზეც იყო დღეს საუბარი, მთავარი წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, სამართლიანობა. თუ არ იქნება სამართლიანობა, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ვერ მოხდება ვერავითარი შერიგება. აქ წარსული კი არ არის მთავარი, მთავარია მომავალი. როდესაც არ ფასდება წარსული, ეს პრობლემას უქმნის მომავალს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი.
ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიური ფორმით ანუ სხვადასხვა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ რაღაც ზეპირ შეფასებებზე, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი და ფაქტებს სჭირდება სათანადო ფაქტობრივი შეფასება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიღება გაიმართა. მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მმართველი გუნდის წევრები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
0
0