07/05/2023
20:57
მსოფლიო
უკვე მეორე დღეა, რაც ალა პუგაჩოვა მოსკოვში ჩავიდა, რათა გარდაცვლილ მეგობარს, დიზაინერ ვალენტინ იუდაშკინს დაემშვიდობოს.
შავ ტანსაცმელში ჩაცმული პრიმადონა დიზაინერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს შეხვდა.
პესკოვისა და პუგაჩოვას შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვში. ამ ფაქტს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ არ მოითმენს, თუ პრიმადონას "უკან არ წაიღებენ".
"თუ ამ იაფფასიან ქალს მიეცემა უფლება დაბრუნდეს და გააგრძელოს რუსეთში ფარსის მოწყობა, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში დგამდა, მე წავალ. ეს იქნება შეურაცხყოფა, რომელსაც ვერ ავიტან. ბევრს ვიცნობ, ვინც იგივეს გააკეთებს. ", - განაცხადა სიმონიანმა
მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა რუსეთის ტერიტორია დატოვეს, კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა პრიმადონას კრიტიკა დაიწყო.
მან მაშინ თქვა, რომ გალკინი სავარაუდოდ ჰომოსექსუალი იყო და პუგაჩოვასთან ქორწინება კარიერისა და ორიენტაციის დამალვის მცდელობისთვის დასჭირდა.
0
0