
რუსი მომღერალი, ალა პუგაჩოვა, დიზაინერის, ვალენტინ იუდაშკინის დაკრძალვაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს შეხვდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც პესკოვი მომღერალს უახლოვდება, ხელზე კოცნის და სამძიმარს ეუბნება.
"როგორ ხარ?" - იკითხა პესკოვმა, პუგაჩოვასკენ დაიხარა და დაამატა - "ძალიან მიხარია შენი ნახვა“.
უცნობია, რა უპასუხა მას ალა პუგაჩოვამ.
შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა და მისის მეუღლე, მაქსიმ გალკინი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე საჯაროდ გამოვიდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ. მოგვიანებით კი რუსეთი დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისიდან
06/07/2026
8 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/07/2026